ესპანეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა

ესპანეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩვენი დღევანდელი განცხადება ალიანსის წევრებთან ერთად უკვე 21-ე ასეთი დოკუმენტია და ეს უმრავლესობას შეადგენს. ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, ჩვენ ესპანეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. უკრაინა დარწმუნებულია, რომ დღეს არსებობს ყველა მიზეზი, რათა უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მოწვევა გაეგზავნოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები