სალომე სამადაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე – ,,ეს არის სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი” –

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, უკრაინის მიერ ქართული კომპანია Georgian Airways-ის დასანქცირება „სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია“ როგორც სამადაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტის მაგალითზე ხელისუფლებამ „ჭკუა უნდა ისწავლოს“.

„ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს უკრაინისთვის და უკრაინასთან ერთად მისი მოკავშირეებისთვის, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა. როდესაც ესა თუ ის ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აწარმოოს, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივი შედეგია, რომ უკრაინა სანქციების რეჟიმს იღებს. ეს არის სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი. ამ მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს ჭკუა და უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ხელს უწყობს ყველას, ვისაც სურს უკრაინის საწინააღმდეგოდ სანქციების რეჟიმის დარღვევა რუსეთთან მიმართებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მსგავსი თემები