ესპანეთის პრემიერი კიევში ჩავიდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი ჩავიდა. როგორც სანჩესი Twitter-ზე წერს, ვიზიტის მიზანი უკრაინის მთავრობასა და პარლამენტისთვის სოლიდარობის გამოხატვაა.

“უკვე კიევში ვარ. მინდოდა, რომ ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის პირველი მოვლენა უკრაინაში, ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ყოფილიყო. უკრაინის მთავრობასა და პარლამენტს სრულ ევროპულ სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მანამდე, სანამ ევროპაში მშვიდობა არ აღდგება” –  წერს სანჩესი.

მსგავსი თემები