სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ივლისს სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ.

„ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

მსგავსი თემები