,,მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში”- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, მოუთმენლად ელიან  საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. აღნიშნულის შესახებ  რობერტა მეცოლამ მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC)  მეორე სამიტის დაწყებამდე  განაცხადა. „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა ჩატარდეს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე“, – განაცხადა მეცოლამ (კომენტარს პირველი არხი ავრცელებს).

მეტი...

,,ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის ვაჭრობის ობიექტი”- შალვა პაპუაშვილი

,,დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არ უყურებს ადამიანებს და მათი ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რამეზე, რაც არ უნდა მიზანი იყოს,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის ვაჭრობის ობიექტი. ,,მოვისმინეთ გუშინ კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის. ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის ვაჭრობის ობიექტი. გუშინ რამდენიმე დეპუტატმა ოპოზიციიდან გააკეთა ასეთი სახის კომენტარი . რა გამოდის? ტყვეებით ვაჭრობაა თუ რა არის, როდესაც ადამიანის თავისუფლებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს, რაც არ უნდა მიზანს ემსახურებოდეს, ხელსაყრელი…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს საიმისოდ, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს ევროპული მომავლის გასამყარებლად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩემთვის, არა თანამდებობის პირისთვის, არამედ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრი იყენებს ამ ტრიბუნას, სადაც შესაძლებელია, საუბრობს ჩვენს ევროპულ მომავალზე, ევროინტეგრაციაზე. გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, იმიტომ, რომ ყველა კომპონენტში, ყველანაირი თვალსაზრისით წინ ვართ სხვა ქვეყნებზე, რომელთაც…

მეტი...

„ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადების გარშემო არსებული კრიტიკა მისთვის გაუგებარია. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი  ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს გატარებული. „ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. შეიძლება, ეს ბევრს არ სიამოვნებს, გულზე ხვდება. ზოგადად, სიმართლე მწარეა, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც ჩვენს მეგობრებს. პირიქით, მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ჩვენ ეს თავის დროზე რომ დაგვეწყო, დღეს განსხსხვავებულ რეალობაში იქნებოდა ცხოვრება და შეიძლება, ის უბედურება არ ყოფილიყო, რაც უკრაინაში ხდება. „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება…

მეტი...

,,დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება”- პრემიერი

EPC- ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველას სურვილია, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. ,,მოგეხსენებათ, ეს არის რიგით მეორე სამიტი, რომელიც იმართება მოლდოვაში. მე ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, მოგეხსენებათ, მთავარი თემა, რა თქმა უნდა იქნება უკრაინის ომი და…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა არის მშვიდობიანი. „არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ…

მეტი...

,,უკრაინაში ომი ჩვენს გამარჯვებამდე გაგრძელდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომი მაშინ დასრულდება, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს ან რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან გავლენ. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა. „უკრაინაში ომის ჩვენ გამარჯვებამდე გაგრძელდება, როდესაც გავიმარჯვებთ ომი დასრულდება. ან რუსეთს შეუძლია ამ ომის დასრულება მანამდეც. მათ შეუძლიათ, გავიდნენ საკუთარ ტერიტორიაზე და დატოვონ ჩვენი ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,გამოდგნენ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს ჭკუას ასწავლიან როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები”- პაპუაშვილი

,,გამოდგნენ კიდევ ერთხელ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს, მის ხალხს და მის ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჭკუის სწავლება იმ ხალხისგან, რომლებსაც საქართველოზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ,  გარკვეულ აღქმებს ქმნის, რაც შემდეგ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე. ,,ვინ თუ არა ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ჩვენი სუვერენული არჩევანის გამო არის ის, რატომაც ჩვენ ვართ აგრესიის სამიზნე რუსეთის მხრიდან ბოლო 30 წელია და გუშინ წინ გამოდგნენ კიდევ ერთხელ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს, მის ხალხს და მის…

მეტი...

,,ახლა ბურთი ევროკავშირის მხარესაა და ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და დაიწყოს მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. „თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის მზად იმ დონეზე, რომ იყოს წევრი ევროკავშირის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე. თუ შევადარებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირთან დაახლოების იმავე ეტაპზე, სადაც არის წევრობის კანდიდატი ქვეყნები, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მხარეს და ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს მის საკუთარ მომავალს რეგიონში, როგორ…

მეტი...

,,ეჭვმიტანილი იცნეს”- ქართველი მეზღვაურის მკვლელობის ახალი დეტალები

რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური  ილია კახაბერიძე მოკლეს. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, მოკლული გემის ინჟინერი იყო. ილია კახაბერიძე გარდაცვლილი სასტუმროს თანამშრომელმა, რუა დო ლავრადიოზე, ნომერში იპოვა. მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას თან, მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები აღმოაჩნდა. „უოლას დე ოლივეირა გომესი, სასტუმროში ილია კახაბერიძესთან ერთად, ღამის 2 საათზე დაბინავდა და დილის 6 საათზე სასტუმრო დატოვა, რა დროსაც, სასტუმროს თანამშრომელს ეჭვი შეეპარა და ოთახი შეამოწმა. მან ნახა, რომ ილია საწოლზე მიბმული და გარდაცვლილი იყო. თვითმხილველებმა, ეჭვმიტანილი იცნეს და პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა“,- წერს გამოცემა riodenojeira.oficial.

მეტი...

დღეს ვაგნერის ძირითადი ნაწილი ბახმუტს დატოვებს – პრიგოჟინი

კერძო სამხედრო ჯგუფის ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ”ვაგნერელების”  ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დღეს დატოვებს. მისივე თქმით, დანარჩენები კი 5 ივნისამდე დატოვებენ ბახმუტს. ,,დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით. ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ. ახლა აქ განვთავსდებით, დავისვენებთ, გადამზადებას გავივლით და ა.შ.”, – განაცხადა პრიგოჟინმა. ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტის აღების შესახებ 20 მაისს განაცხადა. უკრაინის ხელისუფლება არ ქალაქის ჩაბარებას არ ადასტურებს.

მეტი...

ზელენსკი მოლდოვაში, სამიტზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა, რომელიც დღეს მოლდოვაში იმართება. უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა სამიტში ოფიციალურად ამ დრომდე უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დადასტურებულა. მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია ზელენსკის მონაწილეობის შესახებ უნდა იყოს გასაიდუმლოებული უკრაინის პრეზიდენტის უშუალო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ,,ბევრი ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ ვავითარებთ მებრძოლთა კოალიციას და ვთავაზობთ „პატრიოტთა“ კოალიციას. ევროკავშირი, ნატო, მშვიდობის ფორმულა. ყველაფერი ჩვენი მომავლის დასაცავად”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.

მეტი...

43 676 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები საბაჟოზე მალულად გადმოტანის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც ერთი პირი დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 43 676 ლარი შეადგინა. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214- ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით. კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი…

მეტი...

ირაკლი ლექვინაძემ თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ  ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სესიას – „კონკურენტუნარიანობის როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ ირაკლი ლექვინაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეებს კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარუდგინა. „ქვეყნის დონეზე მიღწეული – მშვიდობის და განვითარების პოლიტიკა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები, უსაფრთხოება, ბიზნესისთვის მეგობრული კანონმდებლობა და პროგრამები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებები; მუნიციპალურ დონეზე ბოლო წლებში თბილისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და დეველოპერული პროექტები, სატრანსპორტო სექტორში და მწვანე ინფრასტრუქტურაში ჩადებული მსხვილი ინვესტიციები, სოციალური პოლიტიკა, საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ხელსაყრელი პირობები, …

მეტი...

წერეთელზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მოქალაქე ორმოში ჩავარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სამაშველო სამსახური და სასწრაფო იმყოფება.  

მეტი...

,,შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”- ირაკლი ღარიბაშვილი

შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. პრემიერი  ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. „დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე. წლიდან წლამდე სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი. წელს, პირველი ივლისიდან, ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველი ბავშვების…

მეტი...

,,ძალიან მალე ისევ რუსეთის ტერიტორიაზე ვიქნებით, რომ მოვიტანოთ მშვიდობა”- ვითარება რუსეთის საზღვართან

რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონის მებრძოლების ვიდეოს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის საზღვართან იმყოფებიან. როგორც ვიდეოში ერთ-ერთი მებრძოლი აცხადებს, მიდიან, რათა რუსეთი გაათავისუფლონ, ბელგოროდიდან ვლადივასტოკამდე. ,,ძალიან მალე ისევ რუსეთის ტერიტორიაზე ვიქნებით, რომ მოვიტანოთ მშვიდობა, თავისუფლება და სიმშვიდე. ეს მხოლოდ დასაწყისია. პუტინის მხდალი ჯარისკაცების წყალობით ჩვენ საკმარისი ნადავლი გვაქვს, რომელიც ამ ბრძოლაში გამოგვადგება. ჩვენ მოვდივართ მთელი რუსეთის გასათავისუფლებლად, ბელგოროდიდან ვლადივასტოკამდე რათა თავისუფლების თეთრ-ლურჯი დროშა მოსკოვის თავზე აღიმართოს”, – ამბობს მებრძოლი ვიდეოში.  რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბრძოლა მიმდინარეობს – Baza

მეტი...

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბრძოლა მიმდინარეობს – Baza

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბრძოლა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, დივერსანტები შებეკინოს საგუშაგოს ტანკების დახმარებით დაესხნენ თავს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს. Baza-ს ინფორმაციით, მათ, უკან აკავებენ მესაზღვრეები და თავდაცვის სამინისტროს მებრძოლები. მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ შებეკინოსკენ მიმავალი გზა მასლოვა პრისტანის მახლობლად გადაკეტილია.  

მეტი...

დონალდ ტრამპი აუდიოჩანაწერში აღიარებს თეთრი სახლიდან გრიფით საიდუმლო დოკუმენტების გატანას – ”სიენენი”

”სიენენის” ინფორმაციით, ამერიკელმა პროკურორებმა 2021 წლის აუდიოჩანაწერი მოიპოვეს, სადაც დონალდ ტრამპი აღიარებს თეთრი სახლიდან გრიფით საიდუმლო დოკუმენტების გატანას, რომლებშიც ირანზე პოტენციური თავდასხმის შესახებ იყო საუბარი. მედიის ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ იცოდა, რომ გრიფით საიდუმლო დოკუმენტს ფლობდა. „სიენენის“ ინფორმაციით, კომენტარებიდან ირკვევა, რომ მას ასევე სურდა ამ ინფორმაციის გაზიარება, თუმცა იმის გამო, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ დოკუმენტების გასაჯაროების უფლება ეზღუდება, ეს ვერ შეძლო. ”სიენენი” აღნიშნავს, რომ მათ არ მოუსმენიათ ჩანაწერისთვის, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანის დოკუმენტის შესაბამისი ნაწილი დაახლოებით ორი წუთი გრძელდება, ხოლო მეორე წყაროს თქმით,…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 208 370 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით – 208 370 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით – 208 370; ტანკი – 3 804; ჯავშანტექნიკა – 7 478; საარტილერიო სისტემა – 3 474; სარაკეტო სისტემა – 575; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 333; თვითმფრინავები – 313; ვერტმფრენი – 298; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 131; საკრუიზო რაკეტები – 1 107; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 239; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 458.

მეტი...

,,საქართველოს პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია”- მიხაილ გალერი

პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია, ვფიქრობ, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს თამამი სიტყვა ჰქონდა, მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკისა და იმ ეჭვების გათვალისწინებით, რომლებიც ამ პოლიტიკის გამო წარმოიშვა. „ჩვენ გვაქვს ორი ცნობილი საქმე, ბატონი სააკაშვილის და ბატონი გვარამიასი. მან მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია. ცხადია, ევროპარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ შეიძლება, გამოაცხადო. ვფიქრობ, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, ორივე მათგანი შეეწყალებინათ. გვარამია იმ მიზეზით, რომ არაფერშია ბრალეული და სააკაშვილი, სულ მცირე, ჯანმრთელობის მდგომარეობის…

მეტი...

დასავლეთი უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს – მაკრონოი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გაცხადებით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში. ამის შესახებ მაკრონმა ბრატისლავაში Globsec-ის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ,,ეს არის ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რადგან ის, რაც მოხდება მომდევნო რამდენიმე თვეში, გვთავაზობს შანსს ხანგრძლივი მშვიდობისთვის”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

სარაკეტო იერიში კიევზე – დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი

ღამით, რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო შეტევა განახორციელებს. თავდასხმის შედეგად  სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა ათი ადამიანი. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით რუსეთმა ქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. მისივე თქმით, ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე განადგურდა უკრაინის  საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით. თუმცა, მსხვერპლი და ნგრევა ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია. ამასთან, რაკეტის ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლი და პოლიკლინიკა დააზინა.

მეტი...

,,პუტინი მაშინ დამარცხდება, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პუტინი დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული. „დღეს ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი წააგო, მისი მარცხი კი მდგომარეობს იმაში, რომ ფინეთი გაწევრიანდა ნატო-ში მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ფინელი ხალხი ყოყმანობდა, უნდა ეთქვათ თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე. ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმერ პუტინს არ წაუგია არცერთი ომი“, – განაცხადა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი ამ ომში დამარცხდება. „ომი გრძელდება, რუსეთი უფრო მობილიზდება, რუსეთის ეკონომიკა საომარ ლიანდაგებზე გადადის. ეჭვი ნუ გეპარებათ, მათ შეუძლიათ, პროპაგანდის საშუალებით უთხრან ხალხს, რომ ქამრები…

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსი საქართველოს”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას  ეხმაურება. მისი თქმით, სუფთა ჰაერის მსგავსია მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს. ,,სუფთა ჰაერის მსგავსია, ბოლოს და ბოლოს მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო, ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსი საქართველოს”, – წერს კრამონი.

მეტი...