რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბრძოლა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, დივერსანტები შებეკინოს საგუშაგოს ტანკების დახმარებით დაესხნენ თავს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს.
Baza-ს ინფორმაციით, მათ, უკან აკავებენ მესაზღვრეები და თავდაცვის სამინისტროს მებრძოლები.
მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ შებეკინოსკენ მიმავალი გზა მასლოვა პრისტანის მახლობლად გადაკეტილია.