სარაკეტო იერიში კიევზე – დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი

ღამით, რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო შეტევა განახორციელებს. თავდასხმის შედეგად  სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა ათი ადამიანი.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით რუსეთმა ქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.

მისივე თქმით, ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე განადგურდა უკრაინის  საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით. თუმცა, მსხვერპლი და ნგრევა ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ამასთან, რაკეტის ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლი და პოლიკლინიკა დააზინა.

მსგავსი თემები