ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, მოუთმენლად ელიან საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. აღნიშნულის შესახებ რობერტა მეცოლამ მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა ჩატარდეს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე“, – განაცხადა მეცოლამ (კომენტარს პირველი არხი ავრცელებს).