,,დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არ უყურებს ადამიანებს და მათი ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რამეზე, რაც არ უნდა მიზანი იყოს,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის ვაჭრობის ობიექტი.
,,მოვისმინეთ გუშინ კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის. ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის ვაჭრობის ობიექტი. გუშინ რამდენიმე დეპუტატმა ოპოზიციიდან გააკეთა ასეთი სახის კომენტარი . რა გამოდის? ტყვეებით ვაჭრობაა თუ რა არის, როდესაც ადამიანის თავისუფლებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს, რაც არ უნდა მიზანს ემსახურებოდეს, ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შევიწყალო, არ მგონია იყოს სწორი მიდგომა და არ მგონია პრეზიდენტი ასე უყურებდეს ამ საკითხს. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში მას გადაწყვეტილი აქვს შეწყალება, მაგრამ ის ეგუება იმას, რომ ადამიანი, რომელზეც გადაწყვეტილება აქვს მიღებული შეწყალების, იყოს თავისუფლების აღკვეთის ადგილას და ეძებს ხელსაყრელ მომენტს, რომელიც შეიძლება ან დადგეს, ან არ დადგეს ან როდის დადგეს, არავინ არ იცის. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს და მათი ციხეში ყოფნა არ ყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რაც არ უნდა მიზანი იყოს”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.