დონალდ ტრამპი აუდიოჩანაწერში აღიარებს თეთრი სახლიდან გრიფით საიდუმლო დოკუმენტების გატანას – ”სიენენი”

”სიენენის” ინფორმაციით, ამერიკელმა პროკურორებმა 2021 წლის აუდიოჩანაწერი მოიპოვეს, სადაც დონალდ ტრამპი აღიარებს თეთრი სახლიდან გრიფით საიდუმლო დოკუმენტების გატანას, რომლებშიც ირანზე პოტენციური თავდასხმის შესახებ იყო საუბარი.

მედიის ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ იცოდა, რომ გრიფით საიდუმლო დოკუმენტს ფლობდა.

სიენენის“ ინფორმაციით, კომენტარებიდან ირკვევა, რომ მას ასევე სურდა ამ ინფორმაციის გაზიარება, თუმცა იმის გამო, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ დოკუმენტების გასაჯაროების უფლება ეზღუდება, ეს ვერ შეძლო.

”სიენენი” აღნიშნავს, რომ მათ არ მოუსმენიათ ჩანაწერისთვის, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანის დოკუმენტის შესაბამისი ნაწილი დაახლოებით ორი წუთი გრძელდება, ხოლო მეორე წყაროს თქმით, დისკუსია გაცილებით გრძელი შეხვედრის მცირე ნაწილია.

მსგავსი თემები