,,ახლა ბურთი ევროკავშირის მხარესაა და ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და დაიწყოს მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა.

„თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის მზად იმ დონეზე, რომ იყოს წევრი ევროკავშირის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე. თუ შევადარებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირთან დაახლოების იმავე ეტაპზე, სადაც არის წევრობის კანდიდატი ქვეყნები, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მხარეს და ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს მის საკუთარ მომავალს რეგიონში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები