,,უკრაინაში ომი ჩვენს გამარჯვებამდე გაგრძელდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომი მაშინ დასრულდება, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს ან რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან გავლენ.

აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

„უკრაინაში ომის ჩვენ გამარჯვებამდე გაგრძელდება, როდესაც გავიმარჯვებთ ომი დასრულდება. ან რუსეთს შეუძლია ამ ომის დასრულება მანამდეც. მათ შეუძლიათ, გავიდნენ საკუთარ ტერიტორიაზე და დატოვონ ჩვენი ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები