,,გამოდგნენ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს ჭკუას ასწავლიან როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები”- პაპუაშვილი

,,გამოდგნენ კიდევ ერთხელ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს, მის ხალხს და მის ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჭკუის სწავლება იმ ხალხისგან, რომლებსაც საქართველოზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ,  გარკვეულ აღქმებს ქმნის, რაც შემდეგ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე.

,,ვინ თუ არა ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ჩვენი სუვერენული არჩევანის გამო არის ის, რატომაც ჩვენ ვართ აგრესიის სამიზნე რუსეთის მხრიდან ბოლო 30 წელია და გუშინ წინ გამოდგნენ კიდევ ერთხელ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს, მის ხალხს და მის ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ 30 წელი ვინც ზეპირად ვიცით აგრესიის 30 წელი და 200 წელი რუსეთის ოკუპაციის მხრიდან ზუსტად ვიცით რას ნიშნავს რუსეთი, მისი საგარეო პოლიტიკა და ა.შ ამიტომ ჭკუის სწავლება იმ ხალხისგან, რომლებსაც საქართველოზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, ბოლო წლებია ნამყოფებიც არ არიან აქ და ერთადერთი მათი ინფორმაცია არის ერთი-ორი მესიჯი, რომლებსაც ისინი ”ნაციონალური მოძრაობისგან” იღებენ, ეს არის სწორედ რაც სამწუხაროდ ქმნის ხოლმე გარკვეულ აღქმებს და შემდეგ ეს აღქმები ახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები