თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე სამაშველო სამსახური და სასწრაფო იმყოფება.