,,ძალიან მალე ისევ რუსეთის ტერიტორიაზე ვიქნებით, რომ მოვიტანოთ მშვიდობა”- ვითარება რუსეთის საზღვართან

რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონის მებრძოლების ვიდეოს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის საზღვართან იმყოფებიან.

როგორც ვიდეოში ერთ-ერთი მებრძოლი აცხადებს, მიდიან, რათა რუსეთი გაათავისუფლონ, ბელგოროდიდან ვლადივასტოკამდე.

,,ძალიან მალე ისევ რუსეთის ტერიტორიაზე ვიქნებით, რომ მოვიტანოთ მშვიდობა, თავისუფლება და სიმშვიდე. ეს მხოლოდ დასაწყისია. პუტინის მხდალი ჯარისკაცების წყალობით ჩვენ საკმარისი ნადავლი გვაქვს, რომელიც ამ ბრძოლაში გამოგვადგება. ჩვენ მოვდივართ მთელი რუსეთის გასათავისუფლებლად, ბელგოროდიდან ვლადივასტოკამდე რათა თავისუფლების თეთრ-ლურჯი დროშა მოსკოვის თავზე აღიმართოს”, – ამბობს მებრძოლი ვიდეოში. 

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბრძოლა მიმდინარეობს – Baza

მსგავსი თემები