საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გაცხადებით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში. ამის შესახებ მაკრონმა ბრატისლავაში Globsec-ის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
,,ეს არის ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რადგან ის, რაც მოხდება მომდევნო რამდენიმე თვეში, გვთავაზობს შანსს ხანგრძლივი მშვიდობისთვის”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.