,,პუტინი მაშინ დამარცხდება, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პუტინი დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული.

„დღეს ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი წააგო, მისი მარცხი კი მდგომარეობს იმაში, რომ ფინეთი გაწევრიანდა ნატო-ში მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ფინელი ხალხი ყოყმანობდა, უნდა ეთქვათ თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე. ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმერ პუტინს არ წაუგია არცერთი ომი“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი ამ ომში დამარცხდება.

„ომი გრძელდება, რუსეთი უფრო მობილიზდება, რუსეთის ეკონომიკა საომარ ლიანდაგებზე გადადის. ეჭვი ნუ გეპარებათ, მათ შეუძლიათ, პროპაგანდის საშუალებით უთხრან ხალხს, რომ ქამრები უნდა შემოიჭირონ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მშივრები არიან, უნდა იამაყონ, რადგან რუსეთი დიდია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მსგავსი თემები