უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა, რომელიც დღეს მოლდოვაში იმართება.
უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა სამიტში ოფიციალურად ამ დრომდე უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დადასტურებულა. მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია ზელენსკის მონაწილეობის შესახებ უნდა იყოს გასაიდუმლოებული უკრაინის პრეზიდენტის უშუალო უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
,,ბევრი ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ ვავითარებთ მებრძოლთა კოალიციას და ვთავაზობთ „პატრიოტთა“ კოალიციას. ევროკავშირი, ნატო, მშვიდობის ფორმულა. ყველაფერი ჩვენი მომავლის დასაცავად”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.