წმინდა ცეცხლი 23:40 საათზე ჩამოვა

იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 23:40 საათზე ჩამოვა.  ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით, 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება.

ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, რომელიც შემდეგ მთელს საქართველოში განაწილდება.

 

 

მსგავსი თემები