,,საქართველოს პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია”- მიხაილ გალერი

პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია, ვფიქრობ, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს თამამი სიტყვა ჰქონდა, მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკისა და იმ ეჭვების გათვალისწინებით, რომლებიც ამ პოლიტიკის გამო წარმოიშვა.

„ჩვენ გვაქვს ორი ცნობილი საქმე, ბატონი სააკაშვილის და ბატონი გვარამიასი. მან მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია. ცხადია, ევროპარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ შეიძლება, გამოაცხადო. ვფიქრობ, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, ორივე მათგანი შეეწყალებინათ. გვარამია იმ მიზეზით, რომ არაფერშია ბრალეული და სააკაშვილი, სულ მცირე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი შესაძლებლობაც ზურაბიშვილს აქვს. ერთია, რას ამბობს სასამართლო და მეორე, პრეზიდენტის დისკრეცია, როდესაც ის შესაბამისად იყენებს მას, ეს ასევე ეხმარება საქართველოს წინსვლაში. ვფიქრობ, მან შეიძლება, აზრი შეიცვალოს“, – განაცხადა მიხაილ გალერმა.

მსგავსი თემები