დღეს ვაგნერის ძირითადი ნაწილი ბახმუტს დატოვებს – პრიგოჟინი

კერძო სამხედრო ჯგუფის ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ”ვაგნერელების”  ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დღეს დატოვებს. მისივე თქმით, დანარჩენები კი 5 ივნისამდე დატოვებენ ბახმუტს.

,,დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით. ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ. ახლა აქ განვთავსდებით, დავისვენებთ, გადამზადებას გავივლით და ა.შ.”, – განაცხადა პრიგოჟინმა.

ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტის აღების შესახებ 20 მაისს განაცხადა. უკრაინის ხელისუფლება არ ქალაქის ჩაბარებას არ ადასტურებს.

მსგავსი თემები