,,კანდიდატის სტატუსი საქართველოს”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას  ეხმაურება.

მისი თქმით, სუფთა ჰაერის მსგავსია მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს.

,,სუფთა ჰაერის მსგავსია, ბოლოს და ბოლოს მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო, ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსი საქართველოს”, – წერს კრამონი.

მსგავსი თემები