სვანეთში მდინარეში გადაჩეხილ მოსწავლეებს ამ დრომდე ეძებენ

სვანეთში, მდინარე ნაკრაში, სამაშველო ღონისძიებები 24 საათზე მეტია მიმდინარეობს.მაშველები სამ მოზარდს ეძებენ. მე-12 კლასელები სოფელ ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, მანქანა მოუსრიალდათ და მნინარეში გადავარდნენ. მაშველებმა ავტომობილი უკვე ამოიტანეს.

მოსწავლეების ძებნა კი ამ დრომდე სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს. თუ ამინდმა ხელი შეუწყოთ, მდინარეში მყვინთავებიც შევლენ.

 

მსგავსი თემები