რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური ილია კახაბერიძე მოკლეს. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, მოკლული გემის ინჟინერი იყო. ილია კახაბერიძე გარდაცვლილი სასტუმროს თანამშრომელმა, რუა დო ლავრადიოზე, ნომერში იპოვა.
მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას თან, მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები აღმოაჩნდა.
„უოლას დე ოლივეირა გომესი, სასტუმროში ილია კახაბერიძესთან ერთად, ღამის 2 საათზე დაბინავდა და დილის 6 საათზე სასტუმრო დატოვა, რა დროსაც, სასტუმროს თანამშრომელს ეჭვი შეეპარა და ოთახი შეამოწმა. მან ნახა, რომ ილია საწოლზე მიბმული და გარდაცვლილი იყო. თვითმხილველებმა, ეჭვმიტანილი იცნეს და პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა“,- წერს გამოცემა riodenojeira.oficial.