ევროკავშირი გმობს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების გადაწყვეტილებას – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას გმობს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც შემდგომ მიგვიყვანს უკიდურესად საშიშ ესკალაციამდე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც რუსეთმა აიღო ბუდაპეშტის მემორანდუმში, რომლის მიხედვითაც ბელორუსმა ლიკვიდირება მოახდინა ყველა ბირთვული იარაღი თავისი ტერიტორიიდან. ასევე, 2022 წლის 3 იანვრის ხუთი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების ერთობლივ განცხადებას, რომ ბირთვულს ომს გამარჯვებული არ ეყოლება და არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული.

,,ბელორუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიული ომის თანამონაწილეა. ჩვენ მოვუწოდებთ ბელორუსის ხელისუფლებას, დაუყონებლივ შეწყვიტონ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ და შეცვალონ გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ ხელს შეუწყობს რეგიონში დაძაბულობის გაზრდას და ძირს უთხრის ბელორუსის სუვერენიტეტს. სიტუაციის შემდგომი ესკალაციის ნებისმიერ მცდელობას ძლიერი და კოორდინირებული რეაქცია მოჰყვება,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები