2 დაღუპული და 32 დაშავებული – რუსეთმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბა

დნიპროში, რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

დნეპროპეტროვსკის ხელმძღვანელის განცხადებით, სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

,,ამ დროისთვის ნანგრევების 90% გაწმენდილია. სამი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა “ჩამოსვლის” დროს ავარიულ შენობაში ყოფილიყვნენ, ჯერჯერობით უცნობია. მაშველებმა იქ ცხედრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ,” – განაცხადა ლიზაკმა.

ცნობისთვის, 26 მაისს რუსებმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს, 27 მაისს, დნიპროში გლოვის დღე გამოცხადდა.

მსგავსი თემები