,,ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა”- გია ვოლსკი

,,ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობები შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა,’- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო.

,,პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება, პასუხი მოვითხოვოთ. მე შევუთვალო, მერე იმან თქვას. ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობები შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პუტინის განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლებამ „არაერთხელ დააყენა საკითხი ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ“.

 

მსგავსი თემები