,,რას დაობენ საერთოდ, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში თუ ნახევარი მილიონი?! ყველაზე დიდი დიასპორა არის რუსეთში”- პრემიერი

რას დაობენ საერთოდ, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში თუ ნახევარი მილიონი?!  ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს. ასი ათასი რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი  ქართული დიასპორა რუსეთშია.

,,რას დაობენ საერთოდ ამაზე მინდა გავაკეთო კომენტარი. მილიონი ცხოვრობს თუ ნახევარი მილიონი? ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს. ასი ათასი რომ იყოს არ არის ჩვენი ვალდებულება რომ ვიზრუნოთ ჩვენ დიასპორაზე?! მაგრამ ვიცით, რომ ყველაზე დიდი დიასპორა არის რუსეთში. ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ იქ. ჩვენი ქართველი ხალხი ცხოვრობს იქ. არაფერი არ მოუთხოვია, უფრო მეტიც – მაშინ ზეწოლა გაუკეთეს, თავად აღიარეს, რომ მათ ეროვნულ ინტერესებზე თქვეს უარი, არაფერი არ მოითხოვეს სანაცვლოდ და მხარი დაუჭირეს ამ ომის შემდეგ, რაც მე მოგიყევით, რომ გახსნა უვიზო რეჟიმი, პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუს მოქალაქეებს, ტურისტებს და ცდილობდნენ, რომ ვაჭრობა აღედგინათ და ასე შემდეგ  და დაუჭირა მხარი სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ნებისმიერ მოქალაქეს ახლა რომ კითხო, რომ გააჩერო და აი რას მოითხოვდა მაშინდელი პრეზიდენტი, ან ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი სანაცვლოდ. როცა ოკუპირებული ქვეყანაა და ამხელა რაღაცაზე მიდიხარ. რაღაც ხომ უნდა მოითხოვო შენი ქვეყნისთვის? შენი ხალხისთვის. რა მოითხოვა მეგობრებო იცით? მაშინდელ ამერიკის პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან ვიზიტი. აი ასეთ პირად ინტერესში გაცვალა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

აი, ასეთ ძალასთან გვგქონდა ჩვენ საქმე. ასეთი ძალა, მოღალატე, ანტიეროვნული და ანტიევროპული თავისი შინაარსით მოიშორა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები