უკრაინის ომი არ უნდა გადაიზარდოს გაყინულ კონფლიქტში – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის ომი არ უნდა გადაიზარდოს გაყინულ კონფლიქტში.

„ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიან მშვიდობაზე და ასეთი მშვიდობის გასაღები რუსული ჯარების გაყვანაა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კონტაქტების შეწყვეტას და აპირებს მასთან კვლავ ტელეფონით საუბარს.

“ჩვენი ბოლო სატელეფონო კონტაქტიდან უკვე გავიდა გარკვეული დრო. მე ვაპირებ პუტინთან ხელახლა დალაპარაკებას შესაბამის დროს”, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები