,,ნათქვამია, რომ ერთი მილიონი ქართველია რუსეთში, აღარ არის, ეს კარგად ვიცით”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთში ერთი მილიონი ქართველი აღარ ცხოვრობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა  ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ძნელი დასათვლელია რიცხობრივად, რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა.

„მინდა, მოგილოცოთ დიასპორის დღე, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე და გავიმეორო, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დიასპორა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს დიასპორა და რას ვაკეთებთ, რას არ ვაკეთებთ. დღევანდელ დღეს ძნელი დასათვლელია რიცხობრივად, რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი არის რუსეთში. აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით ნახევარი მილიონი თუ არის და ისინიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები, მაგრამ ეს ათვლა ძალიან რთული არის. დანარჩენ მსოფლიოში ასევე რთულია, რადგან დათვლილი არალეგალები არ არიან არსად, მაგრამ ალბათ უახლოვდება მილიონს. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან თუ თანამემამულეები,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები