ხვალ თურქეთი პრეზიდენტს ირჩევს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ იმართება.  მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც პირველ ტურში გამარჯვებას ვერ მიაღწია და ამომრჩევლების ხმების 50%-ის მისაღებად მინიმალური მხარდაჭერა დააკლდა, ამომრჩევლებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დრეს ბოლოჯერ შეხვდა.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ის ყველაფერს გააკთებს საკუთარი ხალხისთვის, მათი კეთილდღეობისთვის და მათ დასაცავად. ერდოღანმა მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზებისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ამომრჩევლებს უკანასკნელად შეხვდა მეორე ტურში გასული ქემალ ქილიჩდაროღლუც, რომელმაც ხმების 44,89% მოიპოვა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე მესამე კანდიდატს, მან განცხადება გააკეთა, რომ მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერი იქნება.

მსგავსი თემები