,,ისეთი განცხადებები გააკეთა, ქვეყანაშიც პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადონ, მაგის მეშინია“- გაიაშვილი პრეზიდენტზე

„პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლით, 26 მაისს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ მარტო კომპანიიდან კი არა, ქვეყანაშიც პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადონ, მაგის მეშინია“, –  ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია, რათა საქართველოს მიხმარებოდა თავისი ქმედებებით.

„საერთოდ, ქალბატონ სალომეზე ადრე უფრო დადებითად ვფიქრობდი და მისი არჩევნების დროსაც ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ არჩეულიყო პრეზიდენტად. მეგონა, ქალბატონია და მშვიდობის ერთ-ერთი სიმბოლოა, თავის თეთრ მანდილს გამოიყენებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მითითება უფრო ომის რიტორიკაზე მიდის. ამავე დროს, მე მეგონა, რომ მეზობელ ქვეყნებში მოლაპარაკების გზით დაამყარებდა კარგ ურთიერთობებს, მაგრამ არ გამიგია, მას რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან დაემყარებინა კარგი ურთიერთობა და საქართველოს რომ წაადგება, ისეთი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენ სომხეთთან, აზერბაჯანთან ან რუსეთთან. მას არსად არაფერი გაუკეთებია, რათა საქართველოს მიხმარებოდა თავისი ქმედებებით“, – აღნიშნა გაიაშვილმა.,

მსგავსი თემები