მეუფე იაკობის განცხადებით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთში ყოველ წელს დადის

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის – მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ჩასვლასა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა – მეუფე იაკობმა გააკეთა და აღნიშა, უცნაური არაფერია, მეუფე მოსკოვში ყოველ წელს ჩადის.

„ეგ ხშირად დადის ხოლმე. ადამიანია,  ოჯახი ჰყავს იქ, შვილი ჰყავს გათხოვილი როგორც მე ვიცი და ყოველ წელს დადის. არ გამიკვირდება რომ წავიდეს. ოფიციალურ [შეხვედრას] ვერ გამართავს. საპატრიარქო არ მართავს ოფიციალურ შეხვედრებს რუსეთში“,- განაცხადა მეუფე იაკობმა მედიასთან.

მეუფეს თქმით, თავად მხოლოდ ორჯერ არის რუსეთში ნამყოფი და სსრკ რაც დაიშალა მას მერე საერთოდ არ ჩასულა.

 

მსგავსი თემები