უკრაინაში რუსეთის აგრესიას 482 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 26 მაისის მდგომარეობით, რუსეთის აგრესიას 482 ბავშვი ემსხვერპლა, დაზარალდა 984 -ზე მეტი არასრულწლოვანი.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 462; ხარკოვის ოლქში – 278, კიევის ოლქში – 128, ჩერნიგოვის ოლქში – 70, ლუგანსკის ოლქში – 66, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 102, ზაპოროჟიეს ოლქში – 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 70.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები