,,დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა”- გიორგი გახარია

,,დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა,” – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

,,9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოგვიტანა ნანატრი გამარჯვება – ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო!

დღესაც, თავისუფალ ქვეყანაში, ისევ გვიწევს ბრძოლა იმ იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ! დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა,” – წერს გახარია.

მსგავსი თემები