საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ბზობას აღნიშნავს  

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება.

ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს.

ტაძარში ბზას აკურთხებენ და მორწმუნეები ნაკურთი ბზის ტოტებს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

„მედიაცენტრი მთავარიი“ გილოცავთ ბზობის დღესასწაულს.

 

მსგავსი თემები