„საოცარი გული აქვთ ქალებს“ – მეუფე იაკობი

„ჩვენ საქართველოში ქალებს რატომ ვაფასებთ და რატომ აფასებდნენ ჩვენი წინაპრები? იმიტომ, რომ, არ უღალატეს და იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მაცხოვართან იყვნენ სულ და ღმერთმა, ჩვენ ერსაც მისცეს იმის ნიჭი და ძალა, რომ არ მიგვეტოვებინოს მაცხოვარი, თორემ შეხედეთ იუდას, რა დაემართა“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

მეუფეს თქმით, თუ შეცდომას ჩავიდენთ, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ღვთის წინაშე.

„30 ვერცხლი უნდოდა, ფული უნდოდა? არა, მერე გადაყარა, უკან არც გამოართვეს. რა უნდოდა? უნდოდა, რომ თვითონ ემართათ მთელი მსოფლიო და როცა გაარკვია აქაური მეუფეობისთვის არ იყო მოსული, მიწიერმა თანამდებობამ, თუ რაღაცამ გააგიჟა, გააცოფა და რით დაამთავრა? გამყიდველი გახდა. მერე შეინანა, მაგრამ უკვე ის სულიერი ძალაც არ ჰქონდა, რომ ღმერთი ერწმუნა, თავისი საქციელი არ მოეწონა და ყოვლადმოწყალე ღმერთს შენდობა კი არ სთხოვა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მაცხოვარსაც კი არ შეუძლია მისი ცხონება, ისეთი რამ ჩაიდინა“, – განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.

მეუფე იაკობის თქმით. შენდობის თხოვნა ერთმანეთთანაც არ უნდა მოგვერიდოს და ბევრ რამეს გადავრჩებით.

მსგავსი თემები