,,ელჩს მოუწია უკან დახევა და თქმა, რომ ეს არის მოსანქციო რამ”- ირაკლი კობახიძე

,,როგორ შეიძლება ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი? ამას ხომ ჩაძიება, მოკვლევა, გამოძიება სჭირდება,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ მტკიცებულებების მოთხოვნის შემდეგ, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია.

,,ჩვენ, იცით, რომ მოვითხოვეთ დაზუსტება, რა მტკიცებულებებს და წყაროებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო მდივნის სახელით და აღმოჩნდა, რომ ამაზე არავითარი პასუხი არ არსებობს. იყო ბევრი შეხვედრა და ყველა შეხვედრაზე ეს კითხვა დაისვა, სად არის მტკიცებულებები? ნული მტკიცებულება – ეს გაირკვა, როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე – საჯაროდაც. ნახეთ, სატელევიზო ინტერვიუები აშშ-ის ელჩთან, იქაც ნული მტკიცებულებაა. გაუგებარია, როგორ შეიძლება ღია წყაროზე დაყრდნობით. ღია წყარო ნიშნავს, გაზეთი უნდა წაიკითხო ან ტელევიზორს უყუროთ, ყველა ვუყურებთ ტელევიზორს და ყველა ვკითხულობთ გაზეთს. როგორ შეიძლება, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი? ამას ხომ ჩაძიება და მოკვლევა სჭირდება, გამოძიება სჭირდება, რაც არ მომხდარა. რეალურად, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს გაირკვა. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, სწორედ ამის გამო მოუწია ელჩს უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ. ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა – სანქცია. სინამდვილეში, ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

მსგავსი თემები