,,იყო სატელეფონო საუბრები და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის”- ირაკლი კობახიძე

,,ჩემთან იყო სატელეფონო საუბრები და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე სატელეფონო საუბრების შინაარს არ  აკონკრეტებს.

„ჯერ არ დავაკონკრეტებ შინაარსს, ვინ იყო და რას ითხოვდა, შემოვინახოთ ეს ჩვენს არსენალში, მაგრამ, რეალურად, შემიძლია გავიმეორო, რომ იყო სატელეფონო საუბრები ჩემთან და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის. ჩემგან ითხოვდნენ ძალიან უხეშ დარღვევას კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ა.შ. ითხოვდნენ ამას უხეშად პოლიტიკური ინტერესებისთვის. ვიღაცას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ინტერესი და ამის გამო ჩემგან ითხოვდა პირდაპირ, უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, სასამართლო სისტემას ეხებოდა ეს“, – განაცხადა კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

მსგავსი თემები