„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ოთხ მოთხოვნას უყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე ოთხი მოთხოვნა გააჟღერა და ხელისუფლებისგან მისი შესრულება მოითხოვა.

„პირველი მოთხოვნაა – ლაზარეს თავისუფლება; მეორე მოთხოვნაა – დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა; მესამე მოთხოვნაა – მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება; მეოთხე მოთხოვნაა – დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა“ – განაცხადა ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

ხაბეიშვილმა პოლიტიკურ სუბიექტებს აღნიშნული მოთხოვნების გარშემო გაერთანება და დისკუსია შესთავაზა.

მსგავსი თემები