34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 21 მსხვერპლი 

1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის მძიმე და ტრაგიკული დღეა. დღეა, როდესაც   საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა  თბილისის ცენტრში სასაკლაო მოაწყვეს. პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს და მომიტინგეებს ნიჩბებითა და სხვადასხვა იარაღით გაუსწორდნენ. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი გაზით მოიწამლა.

9 აპრილი –  ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

მემორიალზე, რომელიც პარლამენტის შენობასთან აღიმართა, ამოტვიფრულია იმ გმირების გვარები, რომლებიც 9 აპრილის ტრაგედიას შეეწირნენ. მათ საქართველო ყოველ წელს მიაგებს პატივს.

9 აპრილს დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

 

მსგავსი თემები