პარლამენტის შენობასთან აქცია „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია იმართება საქართველოს პარლამენტის შენობასთან.  აქციის სლოგანია „ერთად ევროპაში.“

აქცია საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნებით გახსნეს.

„ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე წინააღმდეგ შემთხვევაში, 9 აპრილს დაღუპული გმირთა სულები არ გვაპატებენ… დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს… ჩვენ ვართ ბრძოლის ავანგარდში რუსულ რეჟიმთან“ – ისმის აქციაზე.

აქციაზე ამ წუთებში 9 აპრილს დაღუპულთა გვარებს კითხულობენ.

“მიშა”… “მიშა”… “თავისუფლება მიშას”… “თავისუფლება ლაზარე გრიგორიადისს” – ისმის აქციაზე.

მსგავსი თემები