,,პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რას ეფუძნებოდა გადაწყვეტილება”- ირაკლი კობახიძე სანქციებზე

,,ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე პრინციპულად მივყვეთ მოსამართლეების სანქცირების საკითხს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”ბლინკენი არ არის ის პირი, ვისაც კითხვები უნდა დავუსვათ. ალბათ უნდა ვკითხოთ ელჩს, რომელიც აქ არის, უნდა ვკითხოთ საელჩოს”.

„რა თქმა უნდა, ვერ მოვეშვებით ამას. საქმე ეხება სასამართლოს, ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს რეპუტაციას,  საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს სუვერენიტეტს და აქედან გამომდინარე, ამას ვერ შევეშვებით. ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რას ეფუძნებოდა გადაწყვეტილება. შეცდომა თუ დაუშვეს, შეცდომასაც ხომ აღიარება სჭირდება? ჩვენ გავაგრძელებთ კითხვების დასმას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეფუძნებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

 

მსგავსი თემები