,,სანქციები 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება”- ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აშშ-ს მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ დაწერსებულ სანქციებს ეხმიანება. მისი თქმით,  სანქციები მხოლოდ 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება.

,,ეს სანქციები 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება. ბუნებრივია, ამ ადამიანებს ჰყავდათ დამკვეთები, ამ ადმაიანებს ჰყავდათ ის ხალხი, ვინც ღამე ახორციელებდნენ ზარებს, მათ შორის, ამ ადამიანებთან და ამ ადამიანების მეშვეობით ალაგებდნენ სასამართლოში ანუ კლანის მეშვეობით კონორეტულ საქმეებს. ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მათაც მოეთხოვებათ პასუხი და ეს სანქციები გაგრძელდება,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები