,,ვაკის პარკში მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა გადაკეთდეს”- პრეზიდენტი

,,ვაკის პარკში მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, რომ ყველა ბრძოლა და ყველა ადამიანი, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, იყოს გაერთიანებული,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

,,მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. მე ვფიქრობ და ამის შესახებ რამოდენიმე წელია მივწერე თბილისის მერს და სხვებს, ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბრძოლები და ყველა ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იყვნენ გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები