რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

გასულ ღამეს რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით,  დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

,,რუსეთის ფედერაციის ტერორისტულმა ძალებმა რეგიონის სამი უდანაშაულო მცხოვრები მოკლეს, კიდევ ხუთი მტრის თავდასხმის შედეგად დაშავდა. დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, – წერს ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო.

მსგავსი თემები