„არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს“ –  მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის ქადაგებით,  პილატეს პილატე უნდა დაერქვას, იუდას იუდა და ბარაბებს ბარაბები. როგორც მეუფემ ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა, ეკლესიის ერთიანობას ვერავინ დაარღვევს.

„ჩვენი ეკლესია ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხია, სადაც ღმერთს და ქართველ ხალხს სჭირდება. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, იცოდნენ… ჩვენ ერთობას ვერ დაარღვევენ და არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხება, გარე ხალხს არ ველაპარაკები, ჩვენთან ვეუბნები აბსოლუტურად ყველას, ვინც ეკლესიის წინააღმდეგაა, ვითომ პატრიოტები და ვითომ ქართველები რომ არიან. შეგვიძლია, ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ იმიტომ, რომ  პილატეს პილატე უნდა დაერქვას, იუდას იუდა და ბარაბებს ბარაბები“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

„ერთი რამ იცოდეთ, არ გავხდეთ მონები, პირველ რიგში, ცოდვის მონები“ – მეუფე იაკობის ქადაგება

მსგავსი თემები