„ერთი რამ იცოდეთ, არ გავხდეთ მონები, პირველ რიგში, ცოდვის მონები“ – მეუფე იაკობის ქადაგება

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას მონობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგის სურვილია „რუსს ჩაგვაბაროს“ და ზოგიც ევროპისკენ იყურება. როგორც მეუფემ აღნიშნა,

მან მრევლს მიმართა, რომ შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში ბევრ რამ შეეშალოს, მაგრამ უფლის წიაღს უნდა დაუბრუნდეს.

„ერთი რამ იცოდეთ, არ გავხდეთ მონები, პირველ რიგში, ცოდვის მონები და ჩვენი წინაპრები არ შევარცხვინოთ… დღეს რა არის, ვიღაცების წინაშე რომ ვკეკლუცობთ? ზოგს რუსზე უნდა ჩაგვაბაროს, ზოგს ევროპაზე, ზოგს იმაზე, ზოგს იმაზე. როგორ ვაბედინებთ ვიღაცას, რომ მენტორულად გველაპარაკოს. მითხარით, რომელია დღეს ისეთი ერი მსოფლიოში იმის უფლებას ვაძლევდეთ? წესიერად რომელი ცხოვრობს? სად არ არის არეული სიტუაცია, მითხარით. იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად ვცდილობდეთ, მთელი მსოფლიო რომ ამ ჭირისგან გამოვიდეთ, შეიძლება საქართველო ვიღაცას დავუმონოთ?“ – იქადაგა მეუფემ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ჩვენ ღვთის ერი ვართ და ღმერთს ისე ვუყვარდით, ჩვენი თავი ღვთისმშობელს ჩააბარა.

„ჩვენი ეკლესია ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხია, სადაც ღმერთს და ქართველ ხალხს სჭირდება. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, იცოდნენ. ჩვენ ერთობას ვერ დაარღვევენ და არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხება, გარე ხალხს არ ველაპარაკები, ჩვენთან ვეუბნები აბსოლუტურად ყველას, ვინც ეკლესიის წინააღმდეგაა, ვითომ პატრიოტები და ვითომ ქართველები რომ არიან. ჩვენ შეგვიძლია ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ იმიტომ, რომ პილატეს პილატე უნდა დაერქვას, იუდას იუდა და ბარაბებს ბარაბა, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები