,,პირველი დღიდანვე არის წნეხი, გვიცხადებენ უნდობლობას – მიწევს სტაფის ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება”- ნინო ნადირაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება.

ნინო ნადირაძის თქმით, პირველივე დღიდანვე ექიმები არიან წნეხის ქვეშ, არის მათზე ზეწოლა, რის გამოც მას უწევს თანამშრომლების ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება.

,,მთავარი არის ალბათ ის, რომ ამ პაციენტის მკურნალობაში მთავარი არის, რომ არის ძალიან დიდი წილად პოლიტიკური მდგენელი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველი დღიდანვე არის წნეხი, პირველივე დღიდანვე გვიცხადებენ უნდობლობას, ფაქტობრივად ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევას მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არა მხოლოდ უნდობლობას, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლებით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს სტაფის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად”, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

 

მსგავსი თემები