,,მიგვიანებთ ჩარიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო კლინიკამ”- ნინო ნადირაძე პენიტენციურს

,,მიგვიანებთ ჩარიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო კლინიკამ”- ამ სიტყვებით “ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ პენიტენციურ სამსახურს მიმართა.

ნადირაძე ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე იკითხება.

,,თქვენ სხვათაშორის მიგვიანებთ ჩამორიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო თურმე კლინიკამ და მე მთელი განყოფილება მიცდება. 1 პაციენტი წევს იქ. ერთხელ ჩამირიცხეთ ივლისში და მეორეჯერ სექტემბერში და ახლა თებერვლის თვეა, კალკულაცია გამოგზავნილი მაქვს” ,- განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი თემები